ტორესი ,,ატლეტიკოს“ დატოვებს

449

მადრიდის ,,ატლეტიკოს“ 9-იანი, ფერნანდო ტორესი, სეზონის ბოლოს როხიბლანკოს დატოვებს და მის საპატივცემულოდ გრანდიოზული გაცილება მოეწყობა.

ფერნანდო – ჩვენი კლუბის ლეგენდაა, – ,,ატლეტიკოს“ პრეზიდენტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი ციტირებს. – ჩვენ ვამბობდით, რომ მივიღებთ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მომავალთან დაკავშირებით. მან აირჩია პროფესიონალური კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება, მაგრამ მისთვის ,,ატლეტიკოს“ კარები მუდამ ღია იქნება. ,,ეიბარის“ წინააღმდეგ გამართული ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ ,,ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება ჩვენი ლეგენდის გაცილება. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ისეთი საღამო ჩავატაროთ, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება, როგორც ფეხბურთელისთვის ასევე მოედანზე შეკრებელი პუბლიკისათვის.

ფერნადო ტორესი, რომელსაც 20 მარტს შეუსრულდა 34 წელი, ატლეტიკოს რიგებში ჯამურად 393 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 126 გოლის გატანა მოახერხა ყველა ტურნირზე. ასევე ელ ნინიო გამოდიოდა ლივერპულში (142 მატჩი, 81 გოლი), ჩელსში (172 მატჩი, 45 გოლი) და მილანში (10 მატჩი, 1 გოლი)