საჩემპიონო ბრძოლის სხვაობა უცვლელია

507
Pallone e banner Serie A Balls and serie A banner Roma 08-01-2017 Stadio Olimpico Football Campionato Serie A 2016/2017 Lazio - Crotone Foto Andrea Staccioli / Insidefoto

იტალიის პირველობა ფინიშთან ახლოსაა. საჩემპიონო ბრძოლის სხვაობა კი უცვლელია. ტურინის ,,იუვენტუსი“ გათამაშებას კვლავ ოთხი ქულით ლიდერობს, რომელმაც გასულ ტურში ,,ბენევენტოს“ წინააღმდეგ თავისი მორიგი გამარჯვება ჩაიწერა და კიდევ ერთი საჩემპიონო ნაბიჯი გადადგა. მძიმე ბრძოლაში იმარჯვა ,,იუვეს“ უახლოეს მდევარმა, ,,ნაპოლიმ“, რომელიც საშინაო მოედანზე ,,კიევოს“ მასპინძლობდა და მოულოდნელად მდევრის როლშიც აღმოჩნდა, თუმცა ბოლო ოთხ წუთში გატანილი ორი გოლის შედეგად სან-პაოლოს ბინადრებმა საჩემპიონო ბრძოლაში სხვაობა უცვლელი დატოვეს.

ერთი ამბავი და ბრძოლაა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, სადაც ,,ლაციო“, ,,რომა“ და ,,ინტერი“ ერთმანეთს ორი ადგილისთვის ეცილებიან, გუნდებს შორის განსხვავება კი ძალზე მცირეა. ამ სამეულთან მიახლოების რეალური შანსით გახლდათ ,,მილანიც“, თუმცა მათ კონკურენტების ფეხის დაცდენა ვერ გამოიყენეს და ლიგის ზონას ახლა უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება ,,ფიორენტინა“, რომელმაც ზედიზედ მე-6 შეხვედრა მიჯრით მოიგო და ევროპა ლიგის ზონასთან ქულათა რაოდენობა 2 ქულამდე შეამცირა.

და რაც შეეხება გასავარდნ ზონას აქაც ლიგის ზონის არ იყოს დიდი განუკითხაობაა და ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ბრძოლას დარჩენისთვის ექვსი გუნდი განაგრძობს.

31-ე ტურის შედეგები

,,ბენევენტო“ 2-4 ,,იუვენტუსი“

,,სპალი 1-1 ატალანტა“

,,რომა“ 0-2 ფიორენტინა“

,,სამპდორია“ 0-0 ,,ჯენოა“

,,ტორინო 1-0 ინტერი“

,,ვერონა“ 1-0 ,,კალიარი“

,,ნაპოლი“ 2-1 ,,კიევო“

,,კროტონე“ 1-0 ,,ბოლონია“

,,უდინეზე“ 1-2  ,,ლაციო“

,,მილანი“ 1-1 ,,სასუოლო“

ბომბარდირთა დავა

ჩირო იმობილე(,,ლაციო”) 27

მაურო იკარდი(,,ინტერი”) 24

პაულო დიბალა(,,იუვენტუსი”) 21

ფაბიო კვალიარელა(,,სამპდორია”) 18

დრის მერტენსი(,,ნაპოლი”) 17