ტუხელი და გერეირუ ისევ ერთად?

433

დორტმუნდის „ბორუსიის“ მარცხენა მცველია შესაძოა მომავალ ზაფხულს პსჟ-ს პირველი შენაძენი გახდეს.

Bildის ცნობით ტომას ტუხელს, რომელიც პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებისას ჩაიბარებს, პორტუგალიელი მცველის ყიდვა სურს, რომელთან ერთადაც დორტმუნდში მუშაობდა.

მიმდინარე სეზონში გერეირუს ტრავმები ხშირად აწუხებს, სწორედ ამიტომ „ყვითლების“ რიგებში მან მხოლოდ 14 შეხვედრის ჩატარება შეძლო, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა.

სხვა ვარიანტები მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად პარიზელთათვის ალექს სანდრო და დენი როუზი არიან.