ლიგა 1. 33-ე ტური, პროგნოზები

659

პსჟ – მონაკო.  პარკ დე პრანსი, კვირა 15 აპრილი 23:00

ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ პარიზში გაიმართება. ჩემპიონატს ინტრიგა რახანია დაკარგული აქვს, თუმცა როდესაც პირველ და მეორე ადგილოსანი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს ყოველთვის დიდ ბრძოლას და სანახაობრივ შეხვედრას ველით.
პარიზელებმა ყველასგან გასაკვირად წინა ტურში სენტ ეტიენის დამარცხება ვერ შეძლეს, ამაში თავისი წვლილი ედისონ კავანიმაც შეიტანა, რომელმაც ცარიელ კარებში ვერ შეაგორა ბურთი, თუმცა მხოლოდ კავანისაც ნუ დავაბრალებთ.  მონაკოელები მშვენიერ სვლაზე არიან და საფნრაგეთის ჩემპიონატში ბოლო 9 შეხვედრაში 7-ში გამარჯვება და 2-ში ფრის მიღწევა მოახერხეს.
აღსანიშნავია, რომ მოგების შემთხხვევაში პსჟ ჩემპიონობას ოფიციალურად იფორმებს, რის გაკეთებასაც შეეცდებიან პარიზელები, თუმცა ჟარდიმი და მისი ბიჭები არ დაუშვებენ , რომ ეს სწორედ მათ წინააღმდეგ მოხდეს.
პროგნოზი: პსჟ-ს გამარჯვება/2.5-ზე მეტი გოლი

ტროა – მარსელი  სტად დელ ობე, კვირა 15 აპრილი 19:00

საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გველის ტურის ცენტრალურ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, სადაც ჩემპიონატიდან გასავარდნი და ჩემპიონთა ლიგის ზონის პრეტენდენტი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ტროა მე-18 ადგილზე იმყოფება და მე-17 ადგილოსან ტულუზას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მარსელს კი მეოთხეა და მას მესამეადგილოსანი ლიონი მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებს. ტროა დრო და დრო აუარესებს შედეგებს, მათ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლეს, თუმცა არც მარსელი ბრწყინავს, რომელმაც ბოლო 3 შეხვედრაში მხოლოდ დიჟონს მოუგო, ხოლო პირდაპირ კონკურენტ ლიონთან დრამატულ შეხვედრაში დათმო.
მარსელს დასაკარგი ქულები აღარ აქვს, ამიტომ მათგან მოსაგებად გამოსვლას უნდა ველოდოთ, ხოლო რაც შეეხება ტროას მათთვის ყველა ქულა ოქროს ფასადაა და საკუთარ კედლებში თუნდაც ერთის აღება ჰაერივით სჭირდებათ.
პროგნოზი: მარსელის გამარჯვება/არა