კოლინა იტალიურ კლუბებს ვნებს

534

,,ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აკრიტიკებს უეფას სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელ იტალიელ პიერლუიჯი კოლინას.

აქვე ანიელის შეფასება კოლინას შესახებ: მე დე ლაურენტისს ვეთანხმები კოლინას შეფასებაში. ის მხოლოდ ზიანს აყენებს იტალიურ კლუბებს და მსგავსს სიტუაციებში, რომელიც ხდებოდა იტალიელების წინააღმდეგ ამ ყველაფერს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

მე უბრალოდ არ მესმის, რატომ არ გამოიყენება ევროტურნირებზე ვიდეოგამეორების სისტემა – დე ლაურენტისის სიტყვებს ციტირებს La Reppublica.

ლიგის მეოთხედფინალიდან ,,იუვენტუსის“ ,,რეალთან“ გამოვარდნის შემდგომ ,,იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კოლინას ბრალი დასდო უფლებამოსილების გადაჭარბებასა და კორუფციაში.

,,იუვენტუსმა“ ,,რეალისაგან“ დაიბრუნა ის სამბურთიანი უპირატესობა, რომელიც მან საკუთარ მოედანზე მისცა მეტოქეს და ტურნირს მაინც საეჭვო პენალტის დანიშვნის შემდეგ გამოეთიშა.

ვიდეოგამეორებების სისტემას ჩვენ ვიხილავთ რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.