მარადონა: “მეც ასევე მოვიქცეოდი”

1008

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი თვლის, რომ “რეალი-იუვენტუსს” შორის დადებული პენალტი არ უნდა დანიშნულიყო.

რამდენიმე დღის წინ გაიმართა “რეალი-იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა, სადაც გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმის დამატებით დროში, პენალტის დანიშვნით გავიდა.

აღნიშნული 11-მეტრიანის დანიშვნის შესახებ უამრავი აზრი გამოითქვა და მას ასევე დიეგო მარადონა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პენალტი ნამდვილად არ ყოფილა.

“როდესაც რონალდუმ ბურთს მეკარის საჯარიმოსთან დააგდო, ეს ბურთი ლუკასმა მიიღო ისე, რომ პირდაპირ ბუფონის წინ აღმოჩნდა.ბენატია დაეჯახა მას უკნიდან და ვასკესი მოიქცა ისე როგორც იქცევიან მსგავს მომენტებში, მინდორზე დაეცა”

“არა, პენალტი იქ არ იყო” – განაცხადა დიეგომ