ლეონარდისთვის სეზონი დასრულებულია?

616
ტრავმებით დატანჯული

„სან ანტონიოს“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კავაი ლეონარდზე გააკეთა კომენტარი, რომელსაც ბარძაყის პრობლემები აწუხებს.

„თქვენ ამის შესახებ კავაის ხალხს უნდა კითხოთ. ჯერჯერობით ისინი ამბობენ, რომ კავაის თამაში არ შეუძლია. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. თუკი რამე შეიცვლება, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ჯერ რაღაც უნდა შეიცვალოს“ – ციტირებს პოპოვიჩს ESPN.com.

ლიგასთან ახლოს მყოფი წყარო იტყობინება, რომ „სან ანტონიო“ კავაი ლეონარდის მიმდინარე სეზონში დაბრუნებას არ ელოდება.