ერთეულებში ცივაძე, წყვილებში – მეტრეველი

339

ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში გრძელდება ვაჟთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
დღეს, წყვილთა შეჯიბრის მატჩები შედგა. ალექსანდრე მეტრეველმა და ყაზახმა დენის იევსეევმა რუსები სერგეი დოროჟკინი და ბულატ გალიევი 6:4, 6:1 დაჯაბნეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.
სამწუხაროდ, ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშნენ გიორგი ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი. ისინი რუსებთან (დენის კლოკი-ვლადიმირ კოროლიოვი) 4:6, 6:4, 8:10 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრს მხოლოდ ცივაძეა შემორჩენილი, რომელიც მერვედფინალში ყაზახ გრიგორი ლომაკინს ეთამაშება.