ვერატი: “არ ვნანობ, რომ ბარსას უარი ვუთხარი”

643

გასულ ზაფხულს ბევრი ჭორი დადიოდა, რომ მარკო ვერატი კლუბს დატოვებდა, თუმცა მან საბოლოოდ პსჟ-ში დარჩენა ამჯობინა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში დავრჩი. დღევანდელ დღეს მე უფრო დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში“ – ციტირებს ვერატის Canal+.

„არ ვნანობ, რომ ბარსას უარი ვუთხარი, მე მინდა აქ დარჩენა და იმის მოგება, რაზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ“ – განაცხადა მარკომ.