იუვეს +6 და ლიგის ზონის დიდი აჟიოტაჟი

463

ნიშნავს ეს ყველაფერი დასასრულს? კვირა დღეს, „ნაპოლის“ მეტად უღიმღამო თამაში ანგარიშზეც აისახა, რითიც უმალვე ისარგებლა ისედაც დაწინაურებულმა „იუვენტუსმა“ და სატურნირო ცხრილში უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. მაურისიო სარის გუნდს დაღლა ეტყობა, რაც პირველ რიგში მოკლე სკამის არსებობითაა გამოწვეული.

ტურინის ,,იუვენტუსმა“ სეზონში რიგით 27-ე მატჩის მოგება შეძლო გოლგაუშვებლად და ამასთან, საკმაოდ ლამაზი ფეხბურთიც ითამაშა. მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ ბრაზილიელი დუგლას კოშტა, რომელიც მინდორზე ნაადრევად გამოვიდა, თუმცა ეს ბიანკონერის მეტად სასიკეთოდ წაადგა. კოშტამ გამოსვლიდან რამდენიმე წუთშივე გააკეთა პირველი საგოლე გადაცემა, რომელსაც მარიო მანჯუკიჩი გამოეხმაურა. მეორე ტაიმში კოშტამ პარტნიორობა ჯერ ბენედიქტ ჰიოვედესმა გაუწია, რომელმაც „იუვეში“ სადებიუტო გოლი გაიტანა, მესამე ჯერზე კი ბრაზილიელის გადაცემით სამი ხედირამ ისარგებლა, რომლისთვისაც ეს გოლი პირველი ნამდვილად არ ყოფილა. გერმანელი ფეხბურთელი ბრწყინვალე შედეგიანობით გამოირჩევა მიმდინარე სეზონში – მის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.

რაც შეეხება ევროზონაში და მის სიახლოვეს მყოფ გუნდებს, ყველა მათგანმა ძალზედ უღიმღამო თამაში აჩვენა. აქედან რიგით პირველი ბერგამოში გამართული შეხვედრა გახლდათ, სადაც ,,ატალანტა“ ,,ინტერს“ მასპინძლობდა. ნერიაძურისთვის აღნიშნულ შეხვედრაში ნათამაშები ფრე სეზონში მე-12 აღმოჩნდა, რაც ,,სპალისა“ და ,,ტორინოს“ შემდეგ ყველაზე მეტია მიმდინარე სეზონის სერია ა-ში. გოლის გატანის მცდელობები, როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდსაც ჰქონდა, თუმცა შეხვედრამ უგოლოდ ჩაიარა. ,,ინტერმა“ სეზონში მეექვსე 0-0 ითამაშა. „ნაპოლის“ მორიგ ჩაგდებულ თამაშს ზემოთაც შევეხეთ, რომელიც „მილანს“ ეწვია. საგოლე მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა საკმაოდ ცოტა, რაც ანგარიშზეც აისახა – 0-0.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ,,მილანის“ რიგებში დონარუმამ მე-100 მატჩი ჩაატარა და ეს საიუბილეო მოვლენა ბოლო წუთზე ბრწყინვალე სეივითაც აღნიშნა, რამაც მის გუნდს ქულა მოუტანა.

ასევე ვერ გაამართლა რომაულმა დერბიმ. გუნდებმა ერთმანეთის კარის ჩარჩოში მხოლოდ თითო-თითოჯერ დაარტყეს და აქედან უფრო ახლოს რომას ბოსნიელი ფორვარდი იყო გოლთან, რომელსაც მცირედი დააკლდა.

საჩემპიონო ბრძოლასთან განსხვავებით იტალიაში ჩემპიონთა ლიგის ზონის ინტრიგა ჯერ კიდევ ცოცხალია.

ტურის ყველა შედეგი

14.04.2018 ,,კალიარი“ 2-1 ,,უდინეზე“

14.04.2018 ,,ჯენოა“ 1-0 ,,კროტონე“

14.04.2018 ,,კიევო“ 0-0 ,,ტორინო“

14.04.2018 ,,ატალანტა“ 0-0 ,,ინტერი“

15.04.2018 ,,ფიორენტინა“ 0-0 ,,სპალი“

15.04.2018 ,,მილანი“ 0-0 ,,ნაპოლი“

15.04.2018 ,,ბოლონია“ 1-0 ,,ვერონა“

15.04.2018 ,,სასუოლო“ 2-2 ,,ბენევენტო“

15.04.2018 ,,იუვენტუსი“ 3-0 ,,სამპდორია“

15.04.2018 ,,ლაციო“ 0-0 ,,რომა“

 

ბომბარდირები

ჩირო იმობილე(,,ლაციო“) – 27

მაურო იკარდი(,,ინტერი“) – 24

პაულო დიბალა(,,იუვენტუსი“) – 21

ფაბიო კვალიარელა(,,სამპდორია“) – 18

დრის მერტენსი(,,ნაპოლი“) – 17

შემდეგი ტური

17.04.2018 ,,ინტერი“ – ,,კალიარი“ 22:45

18.04.2018 ,,ბენევენტო“ – ,,ატალანტა“ 20:00

18.04.2018 ,,რომა“ – ,,ჯენოა“ 22:45

18.04.2018 ,,კროტონე“ – ,,იუვენტუსი“ 22:45

18.04.2018 ,,ფიორენტინა“ – ,,ლაციო“ 22:45

18.04.2018 ,,ნაპოლი“ – ,,უდინეზე“ 22:45

18.04.2018 ,,სამპდორია – ,,ბოლონია“ 22:45

18.04.2018 ,,სპალი“ –  ,,კიევო“ 22:45

18.04.2018 ,,ტორინო“ – ,,მილანი“ 22:45

18.04.2018 ,,ვერონა“ – ,,სასუოლო“ 22:45