საოცარი საპირფარეშოები მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონზე

2451

“ვოლგოგრად არენის” სტადიონმა უფრო მეტი აჟიოტაჟი გამოიწვია ვიდრე სოჩამ.

როგორც ჩანს რუსეთში თვლიან რომ სპორტის მოყვარულები მარტო არ დადიან საპირფარეშოებში. ოლიმპიურ თამაშებამდე სოჩაში საკმაოდ ცნობილი გახდა „ტყუპი ტუალეტები“, რომლებიც ერთ ოთახში ორი უნიტაზით გამოირჩეოდნენ.

უნიტაზზე ფოტო არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა გადაიღო.

და აი მსოფლიო ჩემპიონატამდე ვოლგოგრად არენაზე, რომელიც უმასპინძლებს მუნდიალის შეხვედრებს, უფრო ორიგინალური საპირფარეშოები მოიფიქრეს.

აღსანიშნავია,  სტადიონის წარმომადგენლებმა დაადასტურეს რომ ფოტო სწორედ ვოლგოგრად არენაზეა გადაღებული და სტუმრებს უნიტაზებს შორის ტიხრების დადგმას შეპირდნენ.