ქართული კვარცხლბეკი სანკტ პეტერბურგში

520

რუსეთის ქალაქ სანკტ პეტერბურგში გამართულ იუნიორთა ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედლის (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოპოვება მოახერხეს.
ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებულად ასპარეზობა 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარიმართა, სადაც ჩვენებურებმა ერთბაშად 3 მედალი დაისაკუთრეს. ფინალურ ორთაბრძოლაში ლუკა მაისურაძემ ვლადიმერ ახალკაცს სძლია, ბრინჯაო კი ლაშა ბექაურმა მოიპოვა.
90 კგ-ში თავი გამოიჩინა მიხეილ ბექაურმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში თანამემამულე იმედა გოგოლაძე დაამარცხა.
სამწუხაროდ, სანკტ პეტებურგში უმედლოდ დარჩნენ: საბა კაპანაძე (60 კგ.), გოჩა ქველაძე (66 კგ.), ალეკო მამიაშვილი და გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ.).