UFC-ის პრეზიდენტი ხაბიბის სავარაუდო მეტოქეს ასახელებს

341

UFC-ის უკანასკნელ ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დასტინ პორიემ გეითჯისთან ნოკაუტით მოიგო. ბოლო 8 ბრძოლიდან მას 6 მოგება დაუგროვდა და მან ნათლად გამოხატა სურვილი, რომ მომდევნო ბრძოლის გამართვა უკვე ჩემპიონთან სურს.

ღონისძიებას, ცხადია, UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ პორიე ხაბიბის ქამრისთვის ბრძოლის ნამდვილი პრეტენდენტია.

“დიახ, აბსოლუტურად (იგი ქამრისთვის ბრძოლის კანდიდატია)! იგი ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვისთვისაც გვინდოდა დაგვერეკა და UFC 223-ზე ბრძოლა გვეთხოვა. კიდევ კარგი, ეს არ გავაკეთეთ, თორემ ამ ბრძოლას (გეითჯისთან) ვერ ვნახავდი”.