ბასილაშვილი მეოთხედფინალშია

444

მსოფლიო კლასიფიკაციაში მეოთხმოცე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტუნისში ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ტურნირის პირველ წრეში გერმანელი ტობიას კამკე საათნახევარში 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე 18 წლის ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს (რეიტინგში 423-ეა) გაეჯიბრა.

ნიკოლოზს “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლის დამარცხება გაუჭირდა. პირველი სეტი ნიკოლოზმა 7:5 მოიგო, მეორეში 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ყურადღება მოადუნა და პოპირინმა ანგარიში 4:5 გახადა. ბასილაშვილმა მეათე გეიმი თავის მოწოდებაზე მოიგო და საბოლოოდ 7:5, 6:4 იმარჯვა.

ბასილაშვილის სამეოთხედფინალე მეტოქეს ბელარუსი გერასიმოვისა და არგენტინელი ანდრეოცის მატჩი გამოავლენს.

წყარო: adjarasport.com