ქართველები ყაზახეთში: ჯიღაურმა გაიტანა, ფოფხაძე გააძევეს

418

გაიმართა ყაზახეთის თასის მერვედფინალური მატჩები. ქართველებისგან გოლიც გამოერია და წითელი ბარათიც.

„ორდაბასიმ“ სტუმრად 6:0 მოუგო “კირანს“, შეხვედრის ბოლო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. ჯიღაურმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ეს მისი პირველი გოლია ყაზახურ გუნდში.

“კიზილჟარში“ სამი ქართველია: გიორგი ფოფხაძე, გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი. ამ გუნდმა გასვლაზე პენალტებში 6:7 წააგო ყარაგანდის “შახტიორთან“, მანამდე, 120 წუთში კი გოლი არ გასულა. ფოფხაძე 120-ე წუთზე გააძევეს…

“ტობოლმა“ შინ 1:0 მოუგო “ჟეტისუს“. ქართველებს არ უთამაშიათ და ზოგადად, ყაზახური საიტების ცნობით, თასზე მაინცდამაინც არ იკლავენ თავს გუნდები. ნიკა კვეკვესკირს ტრავმა აქვს, ჯაბა კანკავა სასტარტოში არ ყოფილა და მეორე ტაიმში შეიყვანეს. “ჟეტისუს“ თერთმეტეულშიც ლაშა კასრაძეც არ გამოჩენილა.

წყარო: adjarasport.com