ევროლიგას “ბაიერნი” და “ასველ-ვილერბანი” დაემატებიან

488

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შეკრებილმა ევროლიგის კლუბების მეპატრონეებმა 2019/20 წლის სეზონიდან ტურნირის 18 გუნდამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. უკვე გადაწყვეტილია, რომ მინიმუმ 2021 წლამდე ევროლიგაში მიუნხენის “ბაიერნი” ითამაშებს, მეორე კლუბი კი დიდი ალბათობით საფრანგეთის ლიონის “ასველ-ვილერბანი” იქნება. ევროლიგის ხელმძღვანელობა ფრანგებს შეჯიბრებაზე მას შემდეგ დაუშვება, რაც კლუბის საევროლიგე მზადყოფნაში დარწმუნდება.

შეგახსენებთ, “ასველ-ვილერბანის” მეპატრონე “სან ანტონიო სპერზის” გამთამაშებელი ტონი პარკერია.

ამასობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა ევროლიგაში გამოსვლას ათენის “პანათინაიკოსი”, რომლის მეპატრონე დიმიტრიოს იანაკოპულოსმა განაცხადა, რომ მისი კლუბი შეჯიბრებას დატოვებს…

წყარო: adjarasport.com