ემერი ნეიმარის მომავალში დარწმუნებულია, საკუთარში – არა

668

უნაი ემერიმ არ იცის პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას შეინარჩუნებს თუ არა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ნეიმარი მომავალ სეზონშიც ფრანგულ კლუბში ითამაშებს.

“ჯერ არ ვიცი პსჟ-ში მუშაობას გავაგრძელებ თუ არა. კლუბის ხელმძღვანელებთან მომავალი სეზონისთვის გუნდის მომზადების გეგმა არ განგვიხილავს“ – იუწყება გაზეთი AS-ი ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც სადებიუტო სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო.

“ნეიმარს პარიზში მომავალ სეზონშიც ვნახავთ, პსჟ-სთან მისი კავშირი გაგრძელდება. ბრაზილიელი აქ თავს კარგად გრძნობს და სავსებით ნორმალურია, რომ ის სხვა კლუბებს აინტერესებთ“- აღნიშნა ემერიმ.

წყარო