მარსელო ბენზემას: “უფრო გულმოდგინედ უნდა იმუშაო”

652

მადრიდის “რეალის“ მარცხენა მცველ მარსელოს მიაჩნია, რომ მის თანაგუნდელ კარიმ ბენზემას ტრიბუნიდან ფანების სტვენას შეუძლია უფრო გულმოდგინე მუშაობით უპასუხოს.

“ვინმეს განკითხვა ჩემი საქმე არაა. ჩემს თანაგუნდელებს მხარს ვუჭერ. ჩემთვის რომ დაესტვინათ, მხოლოდ ერთს გავაკეთებდი: უფრო გულმოდგინედ ვიმუშავებდი და კარგად ვითამაშებდი, რომ სამიზნე არ ვყოფილიყავი“ – ციტირებს ბრაზილიელ ფეხბურთელს პორტუგალიური გაზეთი A Bola.