პრემიერ ლიგაში ახალი პრიზი დაწესდა

585

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ინგლისის პრემიერ ლიგა ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორს სპეციალურ პრიზს Playmaker Award-ს გადასცემს, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

ამ ინფორმაციას პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მანამდე, სეზონის დამთავრების მერე, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს “ოქროს ბუცს“ გადასცემდნენ, ხოლო საუკეთესო მეკარეს – “ოქროს ხელთათმანს“.

ამჟამად, პრემიერ ლიგაში საუკეთესო ასისტენტებში “მანჩესტერ სიტის“ ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ლიდერობს, რომლის ანგარიშზე 15 ზუსტი პასია. მას თანაგუნდელები გერმანელი ლეროი სანე (12 პასი) და ესპანელი დავიდ სილვა (11 პასი) ჩამორჩებიან.