სერია ა-ს ფინალის მოლოდინში

552

1.საჩემპიონო მარათონი

კვირას ,,ალიანც სთეიდიუმზე“ ფინალია, რომელიც საჩემპიონო ინტრიგის დარჩენილ კითხვებს გასცემს პასუხს. სერია ა-ს 33-ე ტური მეტად საინტერესოდ განვითარდა და გათამაშების ლიდერი ,,იუვენტუსითვის“ მხოლოდ 1 ქულით შემოიფარგლა. ბებერი ქალბატონის ფეხის დაცდენა უმალვე გამოიყენა ,,ნაპოლიმ“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ორჯერ მარცხდებოდა ,,უდინეზეს“ წინააღმდეგობა მატჩის ბოლო ოცწუთეულში გატეხა და მეტოქე 4-2 დაამარცხა. ამით სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების საუკეთესო გუნდებს შორის სხვაობა კვლავ ოთხი ქულა გახდა და ამ გარემოებამ ცალსახად მეტი ინტერესი შესძინა კვირას გასამართ შეხვედრას, სადაც ,,იუვე“ სწორედ ,,ნაპოლის“ უმასპინძლებს.

,,კროტონე“ 1-1 ,,იუვენტუსი“

,,ნაპოლი“ 4-2 ,,უდინეზე“

2.ლიგის ზონის აჟიოტაჟი გრძელდება

,,ინტერის“ გამარჯვებამ, რომელიც ნერიაძურიმ ტურის გახსნით შეხვედრაში ,,კალიარისთან“   (4-0) მიაღწია, რომაულ კლუბებს მისცა ნიშანი, რომელიც მათ ფეხის დაცდენის უფლებას არ აძლევდა. ,,ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში მინიმალური გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონთა ლიგას შემორჩენილმა ერთადერთმა იტალიურმა კლუბმა, ,,რომამ“, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი უკვე პირველ ტაიმში ამარცხებდა მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით და ,,ჯენოამ“ შეხვედრაში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომელიც ჯანლუკა ლაპადულას ანგარიშზეა. ,,რომადან“ კი თავი ჩენგიზ უნდერმა გამოიჩინა, ხოლო ერვინ ზუკანოვიჩმა საკუთარ კარში გაიტანა.

,,არტემიო ფრანკიზე“ ნამდვილი თრილერი ვიხილეთ, სადაც მაყურებელმა ორი წითელი ბარათი და შვიდი გატანილი გოლი კაცნაკლული გუნდების შესრულებით იხილა. ,,ფიორენტინა“ მატჩის მე-7 წუთზე მეკარე სპორტიელოს გარეშე დარჩა და სტეფანო პიოლის თამაშიდან იძულებით ვალენტინ ეისერიკის გაყვანა მოუხდა. სულ მალე უკვე ათი კაცით სტუმრები დარჩნენ, როდესაც მოედნიდან ალესანდრო მურგია გააძევეს. აქედან ორ წუთში კი დაიწყო სანახაობა, რომელსაც 15 წუთიან ინტერვალში ჯორდან ვერეტუტის დუბლი მოყვა. ,,ლაციომ“ ტაიმის მიწურულს წონასწორობა მაინც აღადგინა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო შედეგით გავიდნენ.

პირველ ნახევარში დუბლის ავტორ ვერეტუტს ბრწყინვალე მატჩი პირდაპირ ითქვას, რომ ჩაუშხამდა, რადგან მისი მე-3 გოლისა და ,,ფიორეს“ კიდევ ერთხელ დაწინაურების შემდეგ სიმონე ინძაგის გუნდმა თამაშის შემოატრილა მოახერხა და აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა. სტუმართა რიგებში ორი გაიტანა ლუის ალბერტომ, რომელმაც დუბლს საგოლე გადაცემაც დაურთო, ხოლო ბოლო ორი გატანილი გოლის ასისტენტი ადამ მარუშიჩი გახლდათ. ,,ლაციოს“ ამ მოგებით კვლავ ლიგის ზონის მიღმა დარჩა ,,ინტერი“, რომელიც რომაულ კლუბს 1 ქულით ჩამორჩება.

,,ინტერი“ 4-0 ,,კალიარი“

,,რომა“ 2-1 ,,ჯენოა“

,,ფიორენტინა“ 3-4 ,,ლაციო“

3.ევროპა ლიგაზეც დიდი ტაციობა მიდის

ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი თანამონაწილე ,,ფიორენტინა“, ,,ატალანტას“ და ,,სამპდორიასთან“ ერთად ,,მილანის“ მდევრის როლში იმყოფებიან, რომელიც ამ გუნდებს შორის ყველაზე ახლოსაა ევროპა ლიგაზე გასვლასთან. ჯენარო გატუზოს გუნდმა კი მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა. მათი ბოლო გამარჯვება 18 მარტით თარიღდება, როდესაც ,,კიევო“ შინ (3-2) დაამარცხეს. ამით როსონერის მდგომარეობა ტურიდან ტურამდე უარესდება და მით უფრო შორდებიან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ყველანაირ შანსს.

იოლ გამარჯვებას მიაღწია ,,ატალანტამ“, რომელმაც გათამაშების ბოლო ადგილოსან ,,ბენევენტო“ გასვლით მატჩში 3-0 დაამარცხა, ხოლო ,,სამპდორიამ“ შინ ,,ბოლონიასთან“ მინიმალურად იმარჯვა

,,ბენევენტო“ 0-3 ,,ატალანტა“

,,ტორინო“ 1-1 ,,მილანი“

,,სამპდორია“ 1-0 ,,ბოლონია“

4.არანაკლებ დაძაბული ქვედა ეშელონი

დიდი ნაბიჯი გადადგა დასარჩენად ჯუზეპე იაკინის გუნდმა ,,სასუოლომ“, რომელმაც მაურისიო ლემოსის გოლით ,,ვერონა“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით (1-0) დაამარცხა. უკვე ათ მატჩამდე გაუგრძელდა წაგებების სერია ,,უდინეზეს“, რომლებიც 4 თებერვლის შემდეგ ქულის მოპოვებას ვეღარ ახერხებენ. ,,სპალსა“ და ,,კიევოს“ შორის შეხვედრამ კი უგოლოდ ჩაიარა.

,,ვერონა“ 0-1 ,,სასუოლო

,,სპალი“ 0-0 ,,კიევო“

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები

ჩირო იმობილე(,,ლაციო“) – 27

მაურო იკარდი(,,ინტერი“) – 25

პაულო დიბალა(,,იუვენტუსი“) – 21

ფაბიო კვალიარელა(,,სამპდორია“) – 18

დრის მერტენსი(,,ნაპოლი“) – 17