ზლატანი ნაკრების გეგმებში არ შედის!

333

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა უარყო ხმები, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ზლატანის ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ.

“ზლატანმა და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებდნენ, მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

არავითარი შეხება არ მაქვს იმასთან თუ რა იწერება მედიაში, ან რას ამბობს თავად ზლატანი. ჩვენ ვისაუბრეთ სანაკრებო თემაზე და მან აშკარად გამოხატა თავისი პოზიცია, რომელსაც მე დავეთანხმე.

ზლატანი ნაკრებში, არ განიხილება, რადგან მან თქვა “არა”. ასევე არ განიხილებიან სანაკრებოდ ისინი ვინც უკვე დაასრულა კარიერა.” – ციტირებს ანდერსონის სიტყვებს ინტერნეტპორტალი – sportskeeda.com