პიანიჩი ცენტრალურ მატჩს არ დააკლდება

482

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ტრავმა მოიშუშა და მოედანზე გასასვლელად მზადაა. აპენინური მედიის ცნობით, ბოსნიელი “ნაპოლისთან” სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩში მინდორზე იქნება.

პიანიჩი “სამპდორიასთან” მატჩში (3:0) დაშავდა და ამის გამო, მან “კროტონესთან” (1:1) ვერ ითამაშა. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ნახევარმცველი ნეაპოლელთა წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს.

“იუვენტუსი” “ნაპოლის” 22 აპრილს დაუპირისპირდება.

წყარო: adjarasport.com