სერია A, მორიგი ტურის წინ და პროგნოზები (34-ე ტური)

710

სერია ა-ს მორიგი შეხვედრები მოახლოებულ უიკენდზე შედგება. ტური, სადაც ბევრი საინტერესო მატჩია მოსალოდნელი. ჩემპიონთა ლიგის კვირეულის გათვალისწინებით კი ტურის გახსნის პატივი ,,რომას“ ერგო, რომელიც ,,სპალს ესტუმრება და აღნიშულ შეხვედრაში ორივე გუნდს თავისი ექნება დასამტკიცებელი.

,,რომას“ ჯერ კიდევ არ გაუნაღდებია ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზური, რაც ჯალოროსოს ავალდებულებს სრულ ორიენტირებას ,,სპალის“ დამარცხებაზე, რადგან კონკურენტების ჩამორჩენა არც თუ ისე დიდია

აღსანიშნავია ისიც, რომ ,,სპალი“ ბოლოს 18 თებერვალს ,,სან პაოლოზე“ დამარცხდა და მას შემდეგ ჩატარებულ 8 შეხვედრაში ლეონარდო სემპლიჩის გუნდმა ასეთი შედეგი დააფიქსირა 2 მოგება და 6 ფრე. მათ შორის არ წააგო შინ ,,იუვენტუსის“ წინააღმდეგ. აქვე გეტყვით, რომ ,,სპალი“ ჯერ კიდევ იტალიურ ელიტაში ადგილის შესარჩუნებელ ბრძოლაშია.

21.04.2018 ,,სპალი – ,,რომა“ 17:00

პროგნოზი: 2.5 ნაკლები

21.04.2018 ,,მილანი“ – ,,ბენევენტო“ 22:45

შუა კვირაში ტურინში ვერ მოგებული მატჩით ,,მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ყველანაირ შანსს წერტილი დაუსვა. ,,მილანის“ ოთხეულთან ჩამორჩენა 10 ქულამდე გაიზარდა და არ არის შორს ის დღე, როდესაც გუნდი ზედიზედ მეხუთედ დარჩება ლიგის მიღმა. ზოგადად ეს თვე ისე მიდის დასასრულისკენ, რომ ,,მილანს“ მოგება არ მოუპოვებია და ამის კარგი მომდევნო ტურში ეძლევა, სადაც როსონერი საკუთარ მოედნზე ,,ბენევენტოს“ მიიღებს და სეზონში მე-16 გამარჯვებას შეეცდება. ,,ბენევენტო“ ამ ტურის შემდეგ ოფიციალურად დაქვეითდება სერია ბ-ში

პროგნოზი: 1

22.04.2018 ,,კიევო“ – ,,ინტერი“ 17:00

22.04.2018 ,,ლაციო“ – ,,სამპდორია“  17:00

ჩემპიონატის ბოლომდე დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ჩემპიონთა ლიგის ზონის გარშემო, სადაც ერთ-ერთ გუნდზე, რომელიც ბრძოლაშია ჩაბმული უკვე მოგახსენეთ. საუბარია ,,რომაზე“

ახლა გავიგოთ თუ ვის შეხვდებიან გუნდები, რომლებიც ,,რომას“ ჩემპიონთა ლიგის საგზურში ეცილებიან. ორივე მათგანი თავის შეხვედრებს კვირას, ერთმანეთის პარალელურად გამართავენ. ,,ინტერი“ ბენტეგოდიზე ,,კიევოს“ ესტუმრება, ხოლო ,,ლაციო“ შინ ,,სამპდორიას“ მიიღებს. ბომბარდირობის ორი მთავარი კანდიდატი ჩირო იმობილე და მაურო იკარდი შეეცდებიან საკუთარ გუნდებს გამარჯვება მოუტანონ და ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარონ.

პროგნოზი: იკარდი გაიტანს

პროგნოზი: 2.5 მეტი

22.04.2018 ,,იუვენტუსი“ – ,,ნაპოლი“ 22:45

ტურის ცენტრალური მატჩი ,,ალიანც არენაზე“ შედგება, სადაც ,,ნაპოლის“ ბოლო საჩემპიონო გაბრძოლებას ვიხილავთ. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ,,ნაპოლი“ ჩემპიონობის რეალურ შანსებს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებს. მაურისიო სარის გუნდი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, როგორია ტურინში ,,იუვეს“ დამარცხება, მაგრამ სამხრეთელებს სხვა შედეგი არ აწყობთ. შუა კვირაში გამართული ტურის შედეგად ,,ნაპოლის“ ჩამორჩენა ,შემცირდა და ახლა მათ უშუალო კონკურენტთან მოგების მეტი არაფერი აღარ დარჩენიათ.

ასე ვთქვათ, რომ კვირას ტურინში ჩემპიონატის ფინალი შედგება თუ ,,იუვე“ გამარჯვებას შეძლებს საჩემპიონო ბრძოლა მართალია არაოფიციალურად, თუმცა მაინც დასრულდება.

პროგნოზი: 1

ტურის სხვა შეხვედრები

21.04.2018 ,,სასუოლო” – ,,ფიორენტინა” 20:00

22.04.2018 ,,კალიარი” – ,,ბოლონია” 14:30

22.04.2018 ,,ატალანტა” – ,,ტორინო” 17:00

22.04.2018 ,,უდინეზე” – ,,კროტონე” 17:00

23.04.2018 ,,ჯენოა” – ,,ვერონა” 22:45