“ბოკა ხუნიორსმა“ ბუფონისადმი ინტერესი დაადასტურა

571

არგენტინის “ბოკა ხუნიორსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაროს სკელოტომ ტურინის “იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის თავის გუნდში ხილვის სურვილი დაადასტურა.

“კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ბუფონს დაურკეს რათა გაეგოთ მზად იყო თუ არა ჩვენთან ერთად არგენტინაში სამუშაოდ. შეთანხმდნენ, რომ ეს საკითხი ხელმეორედ 17 მაისის მერე განეხილათ. თუ ჯიჯი კარიერას ისე დაასრულებს, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ საკუთარი ძალა კოპა ლიბერტადორესის მოსაგებად შეუძლია მოსინჯოს“ – იუწყება სკელოტოს ნათქვამს არგენტინული Radio Continental-ი.

40 წლის ბუფონს “იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება და მან ზაფხულში კარიერის დასრულება არ გამორიცხა.

წყარო: adjarasport.com