ემანუელ პეტი: “ერთადერთი, “ბარსელონაში“ გადასვლას ვნანობ“

529

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ აღიარა, რომ “არსენალიდან“ “ბარსელონაში“ გადასვლას დღემდე ნანობს.

“ერთადერთი, რასაც ჩემს საფეხბურთო კარიერაში ვნანობ, ის არის, რომ “ბარსელონაში“ გადასვლა გადავწყვიტე. კატალონიურ კლუბში ჰარმონია არ იყო. პირველ ჯერზე, როცა გასახდელ ოთახში შევედი, ყურადღება არავინ მომაქცია და არც კი მომესალმნენ.

გასახდელი სამ ჯგუფად იყოფოდა: ერთ კუთხეში ესპანელები, მეორეში – ჰოლანდიელები, კიდევ სხვაგან კი, დანარჩენები ისხდნენ. ეს ყოველივე ერთიანობას ანადგურებდა,“ – ციტირებს პეტის Marca.

ფრანგი “ბარსელონაში“ 2000 წელს გადავიდა და კატალონიაში მხოლოდ ერთი სეზონი გამართა. ამის მერე, იგი ინგლისში დაბრუნდა.

წყარო: adjarasport.com