კიელინი: “ნაპოლისთან“ მატჩს მოუთმენლად ველი“

514

“იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ იტალიის სერია ა-ში “ნაპოლისთან“ შეხვედრა, რაც შეიძლება, სწრაფად სურს.

“იუვენტუსმა“ წინა ტურში “კროტონესთან“ ქულები დაკარგა. სადღეისოდ, სატურნირო ცხრილში ტურინელები ნეაპოლიტანელებს ოთხი ქულით ასწრებენ.

“ფსონები ორივე გუნდისთვის ძალიან მაღალია. არ ვფიქრობ, რომ შეხვედრის გამარჯვებული საჩემპიონო ტიტულს ავტომატურად გაინაღდებს. წინ კიდევ ბევრი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს,“ – ციტირებს კიელინის Football-Italia.

წყარო: adjarasport.com