კარიერის ბოლო მატჩი

542

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის დარაჯმა ჟულიო სეზარმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. “ფლამენგოს“ 38 წლის მეკარემ ბრაზილიის სერია ა-ს მეორე ტურში “ამერიკა მინეიროსთან“ (2:0) კარი “მშრალად“ შეინახა. მატჩში ორივე გოლი ენრიკე დოურადომ გაიტანა.

“წინა კვირაში უკვე ბევრი ვიტირე,“ – გამოტყდა სეზარი მატჩის შემდეგ ESPN-თან ინტერვიუში.

ჟულიო სეზარს “ინტერში“, “კიევოში“, “ქუინზ პარკ რეინჯერსში“, “ტორონტოსა“ და “ბენფიკაში“ უასპარეზია. ამას გარდა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით იგი 87-ჯერ ვიხილეთ და რა გასაკვირია, ჟულიო ორი მუნდიალის დროს გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახლდათ. “ინტერის“ შემადგენლობაში სეზარმა იტალიის სერია ა ხუთჯერ მოიგო, 2010-ში კი თავს ზემოთ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. “ბენფიკასთან“ ერთად იგი სამჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, სანაკრებო დონეზე კი, 2004-ში ამერიკის თასი მოიგო.

ამა წლის იანვარში სეზარი “ფლამენგოში“ დაბრუნდა – მას კარიერის დასრულება იმ კლუბში სურდა, სადაც 1997 წელს თავისი პროფესიონალური კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა.

 წყარო: adjarasport.com