პაპუნაშვილი მოედანზე საუბრობს – ესპანურმა მედიამ ქართველს სტატია მიუძღვნა

759

ესპანური ლა ლიგა 2–ის 36–ე ტურში “სარაგოსამ” “ლა რომარედაზე” “ალმერია” ორბურთიანი სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გიორგი პაპუნაშვილმა, რომელმაც 56–ე წუთზე “ალმერიას” გაუტანა და მისი გუნდი დააწინაურა.

ესპანურმა გამოცემა Heraldo.Es–მა ქართველ ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა.

“ახლა პაპუს დროს,” – თქვა “სარაგოსას” მთავარმა მწვრთნელმა, ნაჩო გონსალესმა, რომელიც ქართველი ნახევარმცველის ბოლოდროინდელი ვარჯიშით კმაყოფილი იყო. მისი შეფასება დაფუძნებული იყო ვარჯიშებზე, ფეხბურთელზე დაკვირვებაზე, ასევე ის კარგად ამჩნევდა რამდენად უკეთესად თამაშობდა პაპუ წინა მატჩებში.  გიორგიმ კი ყველაფერი “ალმერიას” კარში გატანილი გოლით დაადასტურა.

პაპუნაშვილი “სარაგოსაში” ზაფხულში ჩამოვიდა და სიმართე ვთქვათ, პერსპექტივა არც ჩანდა მარცხენა ფლანგის ნახევარმცველისგან, რომლის პირველი ევროპული პერიოდიც წარუმატებელი გამოდგა ბრემენის “ვერდერში”.

ქართველ ფეხბურთელს გულშემატკივრებმა  მალე “პაპუ” უწოდეს. პაპუნაშვილს თავდაირველად ენის პრობლემა შეექმნა და თანაგუნდელებს ვერ ესაუბრებოდა, თუმცა შემდგომში მან ენის სწავლა დაიწყო.

სათასო შეხვედრაში, “ლუგოსთან”,  გატანილმა გოლმა პირველი იმედები გააჩინა, პაპუმ საბოლოოდ მოახერხა სოციალიზაცია და გუნდში ინტეგრირება.

წინა კვირაში მან გაიტანა, შაბათსაც მან სცადა და კიდევ გაიტანა, “სარაგოსა” აშკარად უკეთესია მასთან ერთად ამ პოზიციაზე, ვიდრე ფებასთან ერთად. უნდა ითქვას, რომ პაპუნაშვილი “ალმერიასთან” თამაშის ენით საუბრობდა და ყველას უთხრა საკუთარი ასპარეზობით, რომ “სარაგოსაში” თამაშის ღირსია,” – წერს Heraldo.Es.

წყარო: adjarasport.com