ცნობილი გახდა, თუ რატომ დატოვა ვენგერმა “არსენალი“

554

არსენ ვენგერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების მერე “არსენალს“ დატოვებს. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun-ი ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების მიზეზს ასახელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის მთავარ აქციონერ სტენ კრონკეს ვენგერის აღარ სჯეროდა, ამიტომაც კლუბის უფროსობამ მუსიე არსენთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ვენგერს ინგლისელებთან ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ვინაიდან მას ერთი წლით ადრე უშვებენ, იგი კომპენსაციას მიიღებს.