კოკოშკოვი, დონჩიჩი და ბითაძე ერთად “ფენიქსში”?

974

საქართველოსა და სლოვენიის ეროვნული ნაკრებების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სერბი იგორ კოკოშკოვი “ფენიქს სანზის” მთავარმწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. არიზონელებმა ამ სეზონში ბოლო ადგილზე დაასრულეს რეგულარული ჩემპიონატი და თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარეს. კლუბმა დაითხოვა მთავარი მწვრთნელი და მის შემცვლელს ეძებს. ერთ-ერთი კანდიდატი კოკოშკოვია, რომელთანაც კლუბის ხელმძღვანელებს გასაუბრება ექნებათ. სერბი სპეციალისტი 2008-13 წლებში “ფენიქსში” მთავარი მწვრთნელის ელვინ ჯენტრის ასისტენტი იყო.

“ფენიქსს” დიდი შანსი აქვს, 2018 წლის ნბა-ს დრაფტის პირველი ნომრის არჩევის უფლება მიიღოს. პირველი ნომერი კი სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი იქნება. შარშან კოკოშკოვმა სლოვენიის ნაკრებს 2017 წლის ევრობასკეტზე გაამარჯვებინა. ასე რომ, იგორის და ლუკას დუეტი, შესაძლოა, “ფენიქსში” აღდგეს.

„ფენიქს სანზს“ დრაფტზე პირველი ნორმის არჩევის უფლება აქვს. მეორე წრეში კი სამი კალათბურთელის აყვანა შეუძლია. გუნდს ძალიან სჭირდება ტანმაღალი, ნიჭიერი ცენტრი.  შესაძლოა, არიზონელებმა ჩვენი თანამემამულე გოგა ბითაძე აირჩიონ და ქართველი მეფარე ბალკანურ დუეტს შეუერთდეს.

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2008-დან 2015 წლამდე მუშაობდა. კოკოშკოვთან ერთად საქართველოს ნაკრებმა სამ ევრობასკეტზე ითამაშა.

წყარო: adjarasport.com