რივალდო: “ნეიმარი პსჟ-დან უნდა წავიდეს”

735

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი თვლის, რომ ნეიმარმა პსჟ უნდა დატოვოს.

26 წლის ფეხბურთელს ოქროს ბურთის მოგება სურს, თუმცა რივალდს აზრით ამის გაკეთება პსჟ-ში მის თანამემამულეს არ გამოუვა.

“ნეიმარი ვერასდროს მოიგებს ოქროს ბურთს, სანამ პსჟ-ში ითამაშებს” – ციტირებს რივალდოს სიტყვებს Globo.

“მან უნდა დატოვოს პარიზული გუნდი. საუკეთესო ადგილი საუკეთესო ფეხბურთელებისთვის – ესპანეთია. ჩემი ინფორმაციით, ის შესაძლოა “რეალში” გადავიდეს. თუკი ეს ტრანსფერი განხორციელდება, მას შეეძლება ოქროს ბურთის მოგება” – თვლის ლეგენდარული ბრაზილიელი.