დანი ალვეში: “ბარსაში“ ხვალვე დავბრუნდებოდი“

546

პსჟ-ს მცველმა დანი ალვეშმა “ბარსელონადან“ წასვლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში სათამაშოდ დაბრუნდებოდა.

“ბარსელონა“ – ჩემი სახლია. შეუძლებელია იმის თქმა, რომ იქ არ დავბრუნდებოდი. “ბარსელონას“ რომ შეეთავაზებინა, იქ ხვალვე დავბრუნდებოდი.

წასვლა მძიმე იყო, რადგან ვიბრძოდი იმისთვის, რომ “ბარსელონაში“ ისტორია შემექმნა. კლუბში 8 წლის განმავლობაში 23 ტიტული მოვიგეთ. კლუბს ჩინებულ შედეგს ვაძლევდი, ისინი კი პატივს მცემდნენ.

ხელმძღვანელობას გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის მოწყობა სურდა, თუმცა უარი თქვი. ამ ადგილს ჩემს მუდმივ სახლად მივიჩნევ, სახლს კი არ ვემშვიდობები. რა აზრი აქვს დამშვიდობებას, თუ უკან დაბრუნებას აპირებ?“ – განაცხადა ბრაზიელემა

წყარო