ლეო მესი – როცა ჯარიმების საიდუმლო ბავშვობის ხრიკშია

699

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმებით 40 გოლი აქვს გატანილი. 30 წლის ფეხბურთელი საჯარიმოების განსაკუთრებული სიზუსტით უკანასკნელ წლებში გამოირჩევა.

ლეო მესის ბავშვობიდან ჰქონია ერთი ხრიკი: ხშირად, საჯარიმო დარტყმის შესრულებამდე, არგენტინელი ისე იქცევა, თითქოს ბუცზე თასმას იკრავს. სინამდვილეში, მესი ცოცხალ კედელს უყურებს, მეტოქეების ფეხებს შორის დარჩენილი სიცარიელიდან მეკარის მოძრაობას აკონტროლებს და იმ კუთხეს ათვალიერებს, სადაც ბურთის გადაგზავნას აპირებს. როცა მეკარე მოძრაობას წყვეტს, მესი “თასმის შეკვრას” ასრულებს, დგება და ურტყამს.

ლეო მესის ბავშვობიდან კიდევ ერთი უცნაური ჩვევა ჰქონია, რომელიც დღემდე არ დავიწყებია. როცა მას მოედანზე საღეჭი რეზინი არ აქვს, ბალახს წყვეტს და ღეჭავს…


წყარო: adjarasport.com