ჩაკვეტაძე საუკეთესო შვიდეულში მოხვდა

624

გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ბელგიის ჩემპიონატის სეზონის აღმოჩენად დაასახელონ. ბელგიურ საიტზე (https://www.voetbalkrant.com/nl/nieuws/lees/2018-04-24/wie-vindt-u-dat-er-de-prijs-voor-beste-belofte-van-het-jaar-verdient) გამოკითხვა ტარდება, 7 ნომინანტია შერჩეული და ერთ-ერთი ჩაკვეტაძეა.

ამასთან, საიტზე განმარტებაა, რომ ეს ფეხბურთელები არაუმეტეს 21 წლისანი არიან და ფაქტობრივად, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა გამოვლინდება.

შვიდეული ასეთია: გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი“), სამუელ კალუ (“გენტი“), ემანუელ დენისი (“ბრიუგე“), ჰასანე ბანდე (“მეხელენი“), იდრისა დუმბია (“ვარეგემი“), დილან ბატუბინსიკა (“ანტვერპენი“), ალექსის სელამაიკერსი (“ანდერლეხტი“).

წყარო: adjarasport.com