ჯერარდმა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ვინაობა გაამხილა

1006

“ლივერპულის“ ლეგენდარულმა ექსმოთამაშემ და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა მსოფლიოს საუკეთესი მოთამაშე დაასახელა, მან გუნდის ეგვიპტელი შემტევი – მოჰამედ სალაჰი შეაქო. “რომასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (5:2) სალაჰმა ალისონის კარი ორჯერ აიღო და ამასთან, ორი ასისტი გააკეთა. ამგვარად, ეგვიპტელმა “წითლების“ მაისურით სეზონში 43 გოლი დააგროვა.

“ეჭვგარეშეა, რომ ახლა სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა,“ – განაცხადა ჯერარდმა BT Sport-ის ეთერში.