ოქსლეიდ-ჩემბერლენი მუნდიალს გამოტოვებს

482

“ლივერპულის“ ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი თავის კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

24 წლის ფეხბურთელმა“რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის გუშნდელ ნახევარფინალურ მატჩში (5:2) ტრავმა მიიღო და მე-18 წუთი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს და მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.

წყარო: adjarasport.com