თელ-ავივი 2018 | ევროპის ჩემპიონი თუშიშვილი ნახევარფინალში მსაჯებმა დაჩაგრეს

998

ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მედლის მოპოვების შანსი დარჩა – მძიმე წონაში გურამ თუშიშვილმა გამოცდილ ჰენკ ხროლს უნდა მოუგოს და ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს.

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟში ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდს შეხვდა და ბოლო წამებზე იპონით წააგო. ასე რომ, ბრინჯაოს მედლისთვის ჰოლანდიელი ძიუდოისტი იჭიდავებს.

+100 კგ წონაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში იყო გასული, სადაც რუს ტამერლან ბაშაევს ხვდებოდა. ბოლო წამებზე თუშიშვილს გდება არ შეუფასეს, სამაგიეროდ, ჩათვალეს ბაშაევის ვაზარი, რომელიც აშკარად საფინალო გონგის გაჟღერების შემდეგ შესრულდა.

გურამ თუშიშვილის პროტესტმა არ გაჭრა, ქართველს ჰენკ ხროლთან ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა ელის.

წყარო: popsport.com