თელ-ავივი 2018 | სრული ფიასკო – უმედლო ევროპა საქართველოსთვის

984

თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დასრულდა – 7 წონაში მოასპარეზე 9 ძიუდოისტისგან, რომელთაგანაც 8 განთესილი და ფავოროტთა შორის იყო, ერთმაც კი ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

ბოლო შანსი მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილს ჰქონდა, რომელიც ნახევარფინალში მსაჯების “წყალობით” დამარცხდა რუს ტამერლან ბაშაევთან.

ბრინჯაოს მედლისთვის თუშიშვილის მეტოქე იყო გამოცდილი ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი. ქართველი სპორტსმენი სათანადოდ ვერ განეწყო ბრძოლისთვის და სამი შიდოს (გაფრთხილება) შემდეგ მოიხსნა ბრძოლიდან – ჰენკ ხროლი ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა.

წყარო: popsport.com