პსჟ ნეიმარს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში გაუშვებს

859

მადრიდის “რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ს და ბრაზილიის  ეროვნული გუნდის შემტევით – ნეიმარით გაძლიერებას აპირებს. თავის მხრივ, პარიზულ კლუბში არ სურთ “ბარსელონადან“ €222 მილიონად შეძენილ მოთამაშესთან გამომშვიდობება.

როგორც Calciomercato წერს, ფინანსური ფეირ-პლეის სახით არსებობს საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, პსჟ-ს ნეიმარის შენარჩუნებაზე უარი ათქმევინოს. წყაროს ცნობით, ასეთ შემთხვევაში, პარიზელები მზად იქნებიან, ბრაზილიელს €250-300 მილიონად შეელიონ.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ფრანგული გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა დიდიე კვილომ განაცხადა, რომ ნეიმარის კონტრაქტში ტრანსფერის გამოსასყიდი პუნქტი მითითებული არ არის.