“სევილია“ მონტელას გაუშვებს

614

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ “სევილიას“ ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას დაითხოვენ, ირწმუნება ინტერნეტპორტალი cope.es.

მიმდინარე კვირაში “სევილიას“ დირექტორთა საბჭოს სხდომა შედგა, რომელზეც გადაწყდა, რომ თუ პარასკევს ანდალუსიელები “ლევანტესთან“ წააგებდნენ, მაშინ მონტელას დაითხოვდნენ.

გუშინ, ლა ლიგის 35-ე ტურში “სევილია“ “ლევანტესთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა და ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ 9 მატჩია მიუგებელია. გუნდს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია.

თავად იტალიელმა სპეციალისტმა სავარაუდო გადადგომი შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ეს კითხვა ჩემი მისამართით არაა. მე „სევილიას“ მწვრთნელი ვარ, პროფესიონალი, რომელიც ენთუზიაზმითა და სრული კონცენტრაციით მუშაობს.

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს სატურნირო ცხრილში მდგომარეობას გავაუმჯობესებთ. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტი არაა“.

მონტელა მიმდინარე სეზონში დასაწყისში იტალიის “მილანს“ წვრთნიდა, რომლიდანაც შარშან ნოემბერში დაითხოვეს, ხოლო დეკემბერში “სევილიაში“ ედუარდო ბერისო შეცვალა.

 წყარო: adjarasport.com