28 ქულა, ორმაგი დუბლი და MVP – თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო!

708

ესპანეთის ჩემპიონატის (ACB ლიგა) 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მურსიას უმასპინძლა და მეტოქეს 87:85 მოუგო. ბასკონიამ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა მეტოქის დამარცხება. მიუხედვად ბოლო პერიოდის 7 ქულით წაგებისა, მასპინძლებმა გამარჯვება შეძლეს და 29 ტურში 42 ქულა დააგროვეს, რითიც რეგულარულ სეზონს მეორე ადგილზე ასრულებენ.

თორნიკე შენგელიამ 29:26 წუთი ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკემ 28 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი. შენგელიამ 10-დან 9 ორქულიანი ჩააგდო და 11-დან 10 საჯარიმო გამოიყენა.

თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშეს ირჩევენ, დღევანდელი შედეგი კი შენგელიას წარმატების მიღწევაში კიდევ უნდა დაეხმაროს.

ბასკონიას გულშემატკივართა 79 %-მა შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ბასკონიას რეგულარულ სეზონში ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. შენგელიას გუნდი მადრიდის რეალს უნდა შეხვდეს.

წყარო: popsport.com