მესი: “იმის განმეორება რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან რთულია“

633

ლიონელ მესის მიაჩნია, რომ “ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა გუნდა აღემატებოდ და ჩემპიონობაც დაიმსახურა.

გუშინ, “ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში სტუმრად “დეპორტივო“ 4:2 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული 25-ედ მოიგო, ხოლო მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

გარდა ამისა, კატალონიელებმა ესპანეთის თასიც მოიგეს და “ოქროს დუბლი“ შეასრულეს.

“ეს წარმატება უნდა დავაფასოთ, დავტკბეთ და ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმოთ. მათ ეს დაიმსახურეს”

“ყველა მეტოქს ვჯობდით. ჩემპიონატში არცერთი მატჩი წაგვიგია, მხოლოდ ერთხელ თასზე დავმარცხდით და სამწუხაროდ, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში. ეს უკანასკნელი ძალიან მოულოდნელი იყო ყველა პირობის გათვალისწინებით”

“სიმართლე ისაა, რომ ასეთი სეზონის შემდეგ უნდა დაგვაფასონ. იმის განმეორება რაც ჩვენ გავაკეთეთ, ძალიან რთულია”

“სამწუხაროა, რომ ინიესტა მიდის. მასკერანო წავიდა, ხავი წავიდა, ორივე გუნდის სიმბოლო იყო. ახლა ანდრესის დრო დადგა. ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებლობის გამო გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ის შთამბეჭდავად მიდის. თუმცა, მან უფრო მეტი დაიმსახურა, ვიდრე ეს “ოქროს დუბლია“- ციტირებს არგენტინელ ფეხბურთელს football-espana.net-ი.