სარი: “ადრე თუ გვიან, “იუვეს” ჰეგემონია დასრულდება”

830

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ “იუვენტუსსა” და “ინტერს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელშიც მსაჯებმა არა ერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღეს.

“ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი. ისევე როგორც ცხოვრებაში, ფეხბურთშიც რაღაც ყოველთვის მთავრდება. ადრე თუ გვიან “იუვენტუსის” ჰეგემონიაც დასრულდება.

შეხედეთ პრემიერ ლიგას, ყოველწლიურად იქ ახალი ჩემპიონია. გულშემატკივრებს იმედი ყოველთვის აქვთ. ნებისმიერი კლუბის გულშემატკივრები ყოველ ახალ სეზონს ახალი იმედებით ხვდებიან. იტალიაში ეს ასე არ ხდება. ჩვენ შესაძლოა გულშემატკივრები დავკარგოთ, იმის გამო რომ, სკუდეტოს ვერ ვიგებთ, თუმცა ისინი ძალიან კარგა დიაზრებენ, თუ რატომ ხდება ასე”, – ციტირებს Football Italia მაურიციო სარის.

წყარო: adjarasport.com