სიახლეები “ბაიერნიდან“: ვინ ითამაშებს “რეალთან“?

865

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის მიუნხენური გუნდი მადრიდში გაემგზავრა.

გერმანულმა სუპერგრანდმა იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც “სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველ მაისს გასამართი თამაშისთვის გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ გუნდს ავსტრიელი მცველი – დავიდ ალაბა დაუბრუნდება. კვლავ ვერ ითამაშებენ მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი, პირველ მატჩში მიღებული ტრავმების გამო კი, იუპ ჰაინკესისთვის არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგიც მიუწვდომლები იქნებიან.

 

მატჩი “რეალი“ – “ბაიერნი“ სამშაბათს, პირველ მაისს “ბერნაბეუზე” გაიმართება.