სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიების ყველა წყვილი ცნობილია

580

სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილია 1 მატჩი, რომელიც 30 მაისს ტყიბულში გაიმართება, თუმცა მის შედეგს ცხრილში და შესაბამისად პლეი ოფის ბადეში გუნდების განლაგებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.

დარჩენილ მატჩში ერთმანეთს მეოთხედფინალის მომავალი მეტოქეები – “ქუთაისი” და “მარნეული” შეხვდებიან. ეს მატჩი პლეი ოფის წინ დაზვერვით ხასიათს ატარებს, თუმცა სენსაცია იქნება, რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა ქუთაისელებმა პლეი ოფის სერია მერვეადგილოსან “მარნეულთან” რომ დათმონ. ეს არც მოხდება. რაც შეეხება რეგულარულის ბოლო მატჩის გამართვის ადგილს, გუნდების მოლაპარაკებით იგი ტყიბულში, ახალაშენებულ, კოხტა სპორტულ დარბაზში გაიმართება.

გუნდები ცხრილში  29 აპრილს გამართული შეხვედრების შემდეგ განლაგდა. თბილისში “კაკტუსმა” 112-92 მოუგო “მგზავრებს” და პლეი ოფის პირველ წრეშიც ეს გუნდები შეხვდებიან, ხოლო “რუსთავმა” “ოლიმპს” უმასპინძლა და 79-62  დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. ბოლო, მე-9 ადგილზე გასული “სოხუმი” კი სუპერლიგაში დასარჩენად “ა’ ლიგის ფინალში დამარცხებულ “ტიტებთან” საკვალიფიკაციო სერიას გამართავს 2 მოგებამდე. მატჩები 3 მაისს, 20:00 საათზე და 5 მაისს, 19:15 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

პლეი ოფის პირველ წრეში, ანუ მეოთხედფინალში სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები 3 მოგებამდე იქნება. პლეი ოფის  ბადე და კალენდარი ასე გამოიყურება:

წყარო: gbf.ge