“არსენალი” და “იუნაიტედი” მერტენსით ინტერესდებიან

464

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელი, დრის მერტენსი ინგლისის პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერტენსის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი. ნეაპოლელებს მერტენსის გაყიდვა არ სურთ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ ლიდერს გაუშვებენ, სოლიდურ თანხას მოითხოვენ.

მიმდინარე სეზონში დრის მერტენსმა 35 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

წყარო: adjarasport.com