რონალდო ინიესტაზე და ოქროს ბურთზე

1031

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილ თავდამსხმელ რონალდოს აზრით, “ბარსელონას“ ნახევარმცველ ანდრეს ინიესტას “ოქროს ბურთი“ ეკუთვნოდა, მაგრამ მის გარეშეც საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია.

“ინიესტა “ოქროს ბურთს“ იმსახურებდა, მაგრამ არ სჭირდება. ისედაც ჯილდოების მშვენიერი კოლექცია და საუცხოო კარიერა აქვს”

“იგი ისტორიაში საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელია და მადლობას ვუხდი თამაშისთვის, ოსტატობისთვის, ასევე დიდსულოვნებისთვის“ – ციტირებს “ფენომენს“ ინტერნეტპორტალი Sport.es

წყარო