ფრთხილად! ლივერპულში თბილისის “დინამო“ გაიხსენეს

1673

“ლივერპულს“ შინ 5:2 აქვს მოგებული “რომასთან“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად ორბურთიანი მარცხიც ხელს აძლევს. და მაინც, “წითლებს“ სიფრთხილე მართებთ და ბრიტანულ პრესაშიც (Liverpool echo) გაიხსენეს უსიამოვნო სიურპრიზები.

ანუ, როცა ყველას გასული ეგონა “ლივერპული“ და თავჩაქინდრულმა დატოვა ევროსარბიელი.

და გაიხსენეს სტუმრად დიდი ანგარიშით წაგებული თამაშები. ერთი ასეთი კი თბილისში იწვნიეს, 1979 წლის 3 ოქტომბერს, თავსხმა წვიმაში. “ლივერპულს“ ინგლისში 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ “დინამოსთან“ აქ 0:3 წააგო.

წყარო: adjarasport.com