კეილორ ნავასი: “ახალი მეკარე “რეალმა“ უკვე გაიფორმა“

970

“რეალის“ გოლკიპერი კეილორ ნავასი მედიელებს არწმუნებს, რომ “რეალმა“ თავისი ახალი მეკარე უკვე გაიფორმა. კოსტარიკელი “ბაიერნთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დიდებულად გამოიყურებოდა – მან რვა მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა, საბოლოოდ კი, “რეალმა“ მატჩი საყაიმოდ (2:2) დაასრულა და ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

უკვე დიდი ხანია საუბარი მიდის, რომ მადრიდულ კლუბში ახალი მეკარეა საჭირო. ამის შესახებ, ნავასმა იხუმრა: “გუნდმა ახალი მეკარე უკვე გაიფორმა”

“მე ვარ ახალი მეკარე. კლუბის უფროსობა და მთელი გუნდი, მუდამ მხარში მედგა – მაშინაც კი, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო. ახლა ყველაფერი წესრიგშია – ჩვენ ფინალში ვართ. ერთიანი გუნდი ვართ და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ციტირებს კეილორ ნავასს ინტერნეტპორტალი Terrikon.com-ი.

წყარო: adjarasport.com