ლოვრენი: “რეალს ჩვენი უნდა ეშინოდეს”

453

“ლივერპულის” ხორვატმა მცველმა, დეიან ლოვრენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თავის გუნდს “რეალის” არ ეშინია.

“რეალი საკუთარ თავში საკმარისად დარწმუნებულია. თუმცა, ჩვენ ეს ფაქტი არ გვაღელვებს, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ ორიენტირებულნი. რატომ უნდა გვეშინოდეს “რეალთან” თამაშის? მათ უნდა ეშინოდეთ ამის”

“რომათან” გამართული შეხვედრის ბოლო 10-15 წუთი ნერვიული იყო, იმიტომ, რომ ჩვენ ფიქრებით უკვე ფინალში ვიყავით. ამ ფონზე გაგვივიდა 2 გოლი”

“დაუჯერებელია, ამაზე ყოველი მოთამაშე ოცნებობდა. “ლივერპულისთვის” თამაში – დიდი პატივია. ფინალში ასეთ თანაგუნდელებთან და ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში – სასწაულია”, – ციტირებს დეიან ლოვრენს Liverpool Echo.